О нас

История CMDFORTEX

კომპანია “CMDFortex” 2011 წელს დაარსდა, თუმცა დამფუძნებელთა გუნდის კვალიფიკაცია რამდენიმე ათეული წლის გამოცდილებას მოიცავს. ახალგაზრდა, პროგრესულად მოაზროვნე გუნდის მთავარი მიზანია იყოს მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად ორიენტირებული და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, გაუწიოს დამკვეთს ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება, აქამდე კომპანიის მიერ შესრულებული პროექტები სწორად ზემოაღნიშნულს ამოწმებენ. კომპანია აერთიანებს რამოდენიმე კომპონენტს, ესენია სამშენებლო და სარემონტო საქმიანობა, ასევე გარე და შიდა მოხმარების მაღალი ხარისხის ექსკლუზიური ავეჯის დაამზადება. კომპანიის სამშენებლო განხრა მოიცავს უძრავი ქონების ყველა ტიპს. გამოცდილება კომპანიამ ეტაპობრივად, მამობილი კომპანია “გონიო 2003”-ის ბაზაზე დააგროვა. კერძო სახლებისა და აგარაკების მშენებლობიდან, დღეს უკვე ინდუსტრიულ მშენებლობამდე გაიზარდა გუნდის გამოცდილება და სრულდება ისეთი პროექტები როგორიცაა: ქარხნები, სასაწყობე მეურნეობები, საცხოვრებელი კორპუსები და კომერციული ნაგებობები, შეიძლება თამამად ითქვას ნებისმიერი მასშტაბისა თუ სირთული ნაგებობები. ყოველი პროექტი ინდივიდუალურია და მოითხოვს დამოუკიდებელ მიდგომას და დაგეგმარებას. კვალიფიციური არქიტექტორებისა და ინჟინრებისაგან შემდგარი გუნდი მუდმივად სიახლეს სთავაზობს დამკვეთს, თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებითა და უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმების დაცვით. კომპანია მუდმივად ცდილობს ქართულ ბაზარზე ახლებური ტენდენციები დანერგოს, ასევე გუნდის პრიორიტეტია ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი მასალების გმოყენება. “ფორტექს”-ის სარემონტო სფერო კლიენტის ნებისმიერ მოთხოვნას აკმაყოფილებს. დამკვეთის სურვილისამებრ გათვალისწინებულია დიზაინის ყველა დეტალი, მომხმარებელს ვთავაზობთ რემონტს დაწყებული შავი კარკასის მოპირკეტებიდან და დასრულებილი იტერიერის სრული მოწყობით. სარემონტო ნუსხა მოიცავს, საკუთარ სახლებს, ბინებს, კომერციულ ობიექტებს და ბარ-რესტორნებს. ასევე ფასადის მოპირკეთებასა და ეზოების დაგეგმარებას, დამკვეთის მიერ არცეული ნებისმიერი მასალით.
შპს “CMD” 2010 წელს დაარსდა, თავდაპირველად ეს იყო მცირერიცხოვანი გუნდი, თუმცა ამ გუნდის წევრები დიდი გამოცდილების და კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები არიან. კომპანიის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტებს მოიცავს. “CMD”-ის დაკვეთების უმეტესობა სახელმწიფოზე და კერძო ბიზნეს სექტორზე მოდის. გუნდის მთავარი მიზანი მომხმარებლის მოთხოვნების მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად შესრულებაა. კომპანიის გუნდი ცდილობს მუდმივად ადევნოს თვალყური სამშენებლო სფეროში არსებულ სიახლეებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს და ამის დახმარებით განავითაროს საკუთარი საქმიანობა. კომპანიის საქმიან ისტორიაში უკვე არაერთი ინოვაციური პროექტი შექმნილა.

Свяжитесь с нами сейчас, чтобы получить бесплатное предложение